რესურსის რეფლექსია
მასწავლებელი - ნონა კიკნაძე
საგანი- ბიოლოგია
რესურსის სახელწოდება - სისხლი
კლასი - VIII
ე.ს.გ.-ს მიხედვით მოსწავლემ უნდა შეძლოს ინფორმაციის დამახსოვრება,ანალიზი,დაკვირვება.იმსჯელოს სისხლის ფუნქციასა და მის ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე,რაც როგორც მასწავლებლისაგან,ასევე მოსწავლეებისაგან დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
ბიოლოგია.VIII
.მოსწავლე ილუსტრაციაზე ამოიცნობს სისხლის უჯრედებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე.
.აღწერს გზებს,რომლითაც ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით.
.საუბრობს სისხლის უჯრედებზე,ასაბუთებს სისხლის მნიშვნელობას ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში.
თემის მნიშვნელობის,სირთულისა და ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით გადავწყვიტე შემექმნა რესურსი,რადგან მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო.იქმნება პრობლემები,მოსწავლეები ვერ აღიქვამენ მასალას,ვფიქრობდი აღნიშნული რესურსი დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში,რადგან ბავშვები ვიზუალური მასალის გამოყენებით უფრო კარგად აღიქვამენ და იმახსოვრებენ.გარდა ამისა რესურსის გამოყენებისას საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და სახალისოა.აღნიშნული რესურსი კარგი თვალსაჩინოებაა.რადგან მასზე მოცემულია ინფორმაცია,რომელიც მოსწავლეებს სწორი შეფასებისა და გაანალიზების საშუალებას აძლევს.ყველა ინფორმაციას თან ახლავს შესაბამისი ფოტომასალა,რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს უადვილდებათ ნასწავლი მასალა დაუკავშირონ ერთმანეთს,ამოიცნონ და განასხვავონ უჯრედები.რესურსი ინტერაქტიულია,რაც იძლევა მოსწავლეთა აქტიურად ჩართვის საშუალებას.გარდა ამისა მოცემულია კითხვები,რომლებიც მოსწავლეებისაგან ითხოვენ პასუხებს.მოცემული რესურსი კი აძლევს სწორი და სათანადო პასუხის გაცემის საშუალებას.ასევე გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი,მოტივაცია საგნისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.რესურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეებისაგან მიზანდასახულ დამახსოვრებას,აღქმული მასალის გახსენებას.მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოეყენებინა საკუთარი ინიციატივა.
აღნიშნული რესურსი უზრუნველყოფს ქიმიაში ნასწავლი ცალკეული საკითხის გახსენებასა და მათ დაკავშირებას ისეთი დავალებების შესრულებისას,როგორიცაა ნარევები.
ჩემი აზრით მოცემული რესურსი ბევრი სხვა რესურსის მსგავსია,მაგრამ მიმაჩნია,რომ მიზნის მიღწვაში დამეხმარა.

Комментариев нет:
Отправить комментарий